ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა აკრძალულ პრორუსულ მსვლელობაში, „უკვდავ ლეგიონში“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
მსვლელობაში, რომელიც სოფიის მერიის აკრძალვის მიუხედავად გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ და რუსეთის ელჩმა ელეონორა მიტროფანოვამ.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ბულგარელ ვეტერანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ, რამდენიმე ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, და ათასობით ადამიანს, რომლებმაც ნაციზმზე გამარჯვებისთვის სიცოცხლე გაიღეს“, - განუცხადა რადევმა ჟურნალისტებს.
მერიამ მსვლელობა კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აკრძალა, თუმცა მიუხედავად ამისა მსვლელობაში 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.