სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. საპროტესტო აქცია არქიეპისკოპოსის, ბაგრატ გალსტანიანის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დამთმობებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
აქციის მონაწილეებმა პრემიერ ფაშინიანს გადადგომისთვის ერთი საათი მისცეს. მოგვიანებით კი გალსტანიანმა განაცხადა, რომ აქცია დილიდან განახლდება და პარალელურად, ის პარლამენტის ფრაქციებთან პრემიერის იმპიჩმენტის თაობაზე კონსულტაციებს დაიწყებს.