ცნობილ ქართველ მსახიობ რამაზ ჩხიკვაძეს წითელ მოედანთან დაკავშირებით ერთი “სასიამოვნო” მოგონება გააჩნდა.
1947 წელი იდგა, პერიოდი როდესაც ადამიანი ხმას ისე ვერ ამოიღებდა, ვინმეს რომ არ გაეგონა და არ დაებეზღებინა. რამაზ ჩხიკვაძე და ვალიკო კვაჭაძე ლენინის მავზოლეუმის სიახლოვეს იდგნენ.
ჩვენი თანამემამულეების ყურადღება ყვავების დიდმა რაოდენობამ მიიქცია. ეს პატივსაცემი ფრინველები კრემლის გალავნის შიგნით ხან დაუბრკოლებლივ შეფრინდებოდნენ და ხან პირიქით, უკან მოფრინავდნენ. ამაზე ვალიკომ რამაზს ჩუმად ჰკითხა, “- რა არის ბიჭო, რამდენი ყვავი შეფრინდა კრემლში, დაინახეო?”
ჩხიკვაძემ პასუხი არ დაახანა: “- ყვავები თუ შეფრინდნენ, თორემ ბულბულებს იქ რა უნდათო”.
ამ “პოლიტიკური დიალოგის” შემდეგ ორივე მსახიობს ჯერ სახეზე ფერი ეცვალა, შემდეგ კი დიადი ულიანოვის სამუდამო განსასვენებელს ელვის სისწრაფით მოშორდნენ.