ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მოწოდებით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
სამი წლის წინ, ტაივანთან სავაჭრო ოფისის შექმნამ ჩინეთსა და ლიეტუვას შორის განხეთქილება გამოიწვია.
ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო მისიის შექმნას „პრინციპში პოზიტიურად“ მიიჩნევს, მან უნდა გამოიყენოს სიტყვა „ტაიბეი“ და არა „ტაივანი“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩინეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.
„ეს შეიძლება იყოს სიგნალი ლიეტუვისგან ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, - აღნიშნა ნაუსედამ.