იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იტალიის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული იარაღი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ქვეყნის საზღვრებში.
„სამხედრო მასალა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუგზავნით, განკუთვნილია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. ჩვენ არ ვაძლევთ [უკრაინას] სამხედრო მასალას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის საზღვრებს გარეთ. ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან“, - აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.