საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მუშაობის ერთი წლის ანგარიში

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მუშაობის ერთი წლის ანგარიში

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთი წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და ქვეყნის ყველა რეგიონის საპატრულო პოლიციის სამმართველოების უფროსები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მინისტრს დეტალურად გააცნო განხორციელებული რეფორმების და რებრენდინგის შედეგები.

საპატრულო პოლიციის შემადგენლობის და ტექნიკური საშუალებების სწრაფი და ეფექტური მართვის მიზნით, რებრენდინგის პირველ ეტაპზე ცალკეულ დანაყოფებად ჩამოყალიბდა მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის ერთეულები, შემდგომ ეტაპად განსაზღვრულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს ჩამოყალიბება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმებისა და რებრენდინგის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა საპატრულო პოლიციისფორმა, რომელიც უფრო დახვეწილი, პრაქტიკული, თანამედროვე და ხარისხიანი გახდა. პატრულ-ინსპექტორის ახალი ფორმა აღიჭურვა ისეთითანამედროვესპეციალური საშუალებებით როგორებიცაა:სამხრევიდეოკამერები (რომელიც მოქალაქისა და პატრულ-ინსპექტორის ურთიერთობის სამართლიანი შეფასებისთვისა და ორივე მხარის უფლებების ეფექტური დაცვისათვისაა შემოღებული), ალკოტესტები(პრომილესმზომიფუნქციით). ახალ ალკოტესტს ასევე აქვს ბეჭდვის ფუნქცია, რაც საშუალებას აძლევს როგორც პატრულ-ინსპექტორს, ისე მოქალაქეს, ადგილზე გაეცნოს თუ კონკრეტულად რა ოდენობის ალკოჰოლის შემცველობაა ორგანიზმში. აღსანიშნავია, რომ ახალი ალკოტესტების გამოყენების შედეგად საგრძნობლად იკლო მოქალაქეთა მხრიდან საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ფაქტებმა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 304 ახალი მოდელის ავტომანქანით განახლდა, მათ შორის: 287 - ,,შკოდა ოქტავია“, რომელიც სრულად პასუხობს პოლიციის ავტომანქანისთვის არსებულ სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით, მათ შორის, ბორტკომპიუტერითა და ვიდეორეგისტრატორით, რომელიც ახორციელებს საგზაო მოძრაობის მუდმივ კონტროლს, ხოლო ჩანაწერი ხელმისაწვდომია როგორც პოლიციელისთვის, ისე მოქალაქისთვის; 6 ,,ტოიოტა ჰაილუქსი“, რომელიც გამოიყენება რთული რელიეფის მქონე ადგილებში პატრულირებისას; აჭარის რეგიონში: 7 ,,მინი კუპერი“, რომელიც ბათუმის ვიწრო ქუჩებში პატრულირებისას განსაკუთრებით საკურორტო სეზონის დროს გამოიყენება; 4 ელექტრომობილი, რომელიც გათვალისწინებულია სანაპირო ზონის პატრულირებისთვის და 1 საზღვაო კატარღა, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკევთში მზად არის განახორციელოს შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები საკურორტო ზონის აკვატორიაში.

თბილისში პიკის საათებში ქალაქის ქუჩებში მოძრაობის ეფექტურად დარეგულირებისა და ქუჩების საცობებისაგან განტვირთვის მიზნით საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს შემადგენლობას დაემატა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10 მოტოეკიპაჟი.

ქვეყანაში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად გამოვლინდა საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი, სიჩქარის გადაჭარბებისა და მანევრირების წესების დარღვევის მაღალი რისკის მონაკვეთები, რის საფუძველზეც ამ მონაკვეთებზე მიმდინარეობს სიჩქარის მზომი რადარების განსათავსება და მათი შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია სიჩქარის მზომი 46 რადარი: თბილისში –17; აჭარაში – 11; გურიაში 5; ავტომაგისტრალებზე – 13. ამ სისტემის გამოყენებამდე თბილისში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 65% ხდებოდა ეგრეთ წოდებულ შავ წერტილებზე, ხოლო სიჩქარის მზომი რადარების განთავსების შემდეგ მოცემულ მონაკვეთებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვმა შეადგინა 9%. ამასთანავე, თბილისში რადარების განთავსების ადგილებში ავტო-ავარიების შედეგად სიკვდილიანობის შემთხვევები 85%-ით, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 80%-ით შემცირდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემუშავებული განვითარების სტრატეგიის თანახმად, ქვეყნის ქალაქებსა და ავტომაგისტრალებზე სიჩქარის მზომი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების დამონტაჟება გრძელდება.

სიახლეა ისიც, რომ რადარებით და ვიდეოკამერებით დაფიქსირებული სამართალდარღვევისასმძღოლს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია მისდის ესემეს შეტყობინებითაც, ხოლო ჯარიმის გადახდისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე მოქალაქე კვლავ იღებს გაფრთხილებას ესემეს შეტყობინებით.

საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონ-პროექტი, რომლის მიხედვითაც ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მძღოლისთვის ადმინისტრაციული სახდელის ზომის გამკაცრება. კერძოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი პირველივე ჯერზე მართვის უფლების 6 თვიანი შეჩერებით დაისჯება. ეს უკანასკნელი გამოწვეულია ნასვამი მძღოლების მიზეზით მომხდარი ფატალური შედეგებით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიმრავლით. კანონში შეტანილი ცვლილება 2014 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებასა და მომზადებაში, რომელიც უკვე ამოქმედდა.

ასევე პროექტის სახით შემუშავდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დებულება, რომელიც შეესაბამება როგორც საკანონმდებლო აქტებს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ ცვლილებებს.

ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში უკვე მთავრდება რადიაციულ ნივთიერებათა აღმომჩენი პორტალური მონიტორების მონტაჟი.