ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი „მეტ გალა 2024-ს“ მასპინძლობს. მოდის სამყაროს წარმომადგენლები, მსახიობები და მუსიკოსები კოსტიუმების წლევანდელ გამოფენაზე ყველაზე ორიგინალურ სამოსში გამოწყობილები მიდიან.
კოსტიუმების მუზეუმის საქველმოქმედო მეჯლისის წლევანდელი თემაა „მძინარე მზეთუნახავი, მოდის აღორძინება“.
საქველმოქმედო მეჯლისი პრო პალესტინური საპროტესტო აქციების ფონზე იმართება. დემონსტრაცია გვიან ღამით დაიწყო, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.