იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ არცერთი იტალიელი ჯარისკაცი არ წავა უკრაინაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ არ შეუცვლია აზრი უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგების შესახებ. ის ასეთ მიდგომას სწორად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ რუსებმა კონტაქტის ხაზი გაარღვიეს და უკრაინა დახმარებას მითხოვს, ამ საკითხის განხილვა ღირს.
„ჩვენ არ ვართ რუსეთთან ომში, არცერთი იტალიელი ჯარისკაცი არ წავა უკრაინაში საბრძოლველად“, - აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„ერთია უკრაინის დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვა, მაგრამ მეორეა რუსეთთან ომი. ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს რუსეთს, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, - დასძინა მან.