აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში პალესტინელთა მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ჯამში 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში პალესტინელთა მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ჯამში 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში პალესტინელთა მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ჯამში 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქედან 300-ზე მეტი აქტივისტი პოლიციამ 2 მაისის ღამეს დააკავა.

საპროტესტო აქციები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებსა და სამართალდამცელებთან დაპირისპრიებაში გადაიზარდა, ამერიკის ათობით უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარეობს, მათ შორის კალიფორნიის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებში.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები აქციის მონაწილეებს ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ და აქციებთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებენ.