საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია, ესტაკადაზე ასასვლელი გადაკეტეს. ამისთვის მათ ნაგვის ურნები, საბურავები და სხვადასხვა ნივთი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები განლაგებული არიან კოსტავას ქუჩაზეც, მათ ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, ისევე როგორც ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვარაზის ხევის ასავლელში. შედეგად საავტომობილო გადაადგილება შეწყვეტილია.