რადიკალურმა ოპოზიციამ, მისმა ლობისტებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, ემზადებიან კიდევ უფრო მწვავე პროცესებისთვის, რომ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ

რადიკალურმა ოპოზიციამ, მისმა ლობისტებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, ემზადებიან კიდევ უფრო მწვავე პროცესებისთვის, რომ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ

რადიკალურმა ოპოზიციამ, ანუ პოლიტიკურმა უმცირესობამ, მისმა ლობისტებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, ემზადებიან კიდევ უფრო მწვავე პროცესებისთვის, რომ დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, ძალადობით, დესტაბილიზაციით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობით როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, - ასე შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები.

„თუ არჩევნებს იგებენ, თუ მთელი საზოგადოება მათკენ არის და მართლა ვინმეს ჰგონია, რომ რუსულთან რაიმე კავშირშია ან ეს კანონი, ან ეს ხელისუფლება, მობრძანდნენ ყველა მხარდამჭერთან ერთად არჩევნებზე და გაიმარჯვონ არჩევნებში. გააუქმეთ მერე ეს კანონი, უფრო უკეთესი კანონი შემოიღეთ, რატომ ატყუებთ საზოგადოებას?! სინამდვილეში რა ხდება, მივედით საკვანძო კითხვამდე, რატომ არის ეს პროცესი. რადიკალურმა ოპოზიციამ, ანუ პოლიტიკურმა უმცირესობამ, მისმა ლობისტებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და ამა თუ იმ ქურქში, გადაცმული „ნაციონალური მოძრაობა“, ამა, თუ იმ ნომრით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამიტომ უკვე არის პროცესი, ემზადებიან კიდევ უფრო მწვავე პროცესებისთვის, რომ დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, ძალადობით, დესტაბილიზაციით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობით როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.