ბუდუ ზივზივაძე - არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს,  საქართველოს გზა ევროპაშია - ვდგავარ ახალგაზრდების გვერდით, ვინც ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის

ბუდუ ზივზივაძე - არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია - ვდგავარ ახალგაზრდების გვერდით, ვინც ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის

არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე FACEBOOK-ის პირად გვერდზე წერს.

ბუდუ ზივზივაძის განცხადებით, ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი, ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე. მაგრამ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია.

Aburjga Tasmanieli ძალიან სამწუხაროა რომ ყველანი ასე ბოლომდე უვიცები და უპასუხისმგებლოები ხართ, ყველანი! ე.ი. შენი საფეხბურთო აზრით ასო (ნგეო) სახელმწიფოზე მაღლა უნდა იდგეს? არც შემოსავალ გასავალი უნდა ჰკითხოს სახელმწიფომ და რაც უნდა ის ქნან, მაგალითად დაამხონ ხელისუფლება, დანერგონ მეტრაკეობა, გაუწიონ პროპაგანდა ტრანსგენდერობას და სხვა ათას ოხრობას რამაც მოიცვა ეს ევროკავშირი და მათი ბატონი აშშ?! ჩვენ ქართველები ამერიკელების მონები უნდა ვიყოთ?! უბედურო საქართველო, ესენი ვინ არიან, საიდან ამოვიდა ამდენი შხცამა სოკო, რა გაწვიმდა ასეთი?!
2 კვირის უკან
amo პუტინ, თუ ხვდები, რომ სამაჩაბლო შეცდომა იყო.
2 კვირის უკან