თინა ბოკუჩავა უმრავლესობაზე: აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი - საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ

თინა ბოკუჩავა უმრავლესობაზე: აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი - საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ

აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი - მათ საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „შეშინებული დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, დღეს, პარლამენტის შენობის გახსნას საერთოდ ვერ ბედავს“.

„ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის, შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს. აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხის, საკუთარი მოქალაქეების იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.