ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები შეტაკებებისა და მასშტაბური დაკავებების ფონზე გრძელდება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამართალდამცველებმა აქციებზე ათასზე მეტი ახალგაზრდა დააკავეს.
ზოგიერთ ადგილას პოლიცია აქციების დასაშლელად სპეციალურ საშუალებებს იყენებს. კერძოდ, რიჩმონდის უნივერსიტეტში დემონსტრაცია სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სტუდენტების პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ახალგაზრდა. არეულობის დროს პოლიციამ ათობით სტუდენტი დააკავა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი დემონსტრაციის დროს სასწავლებლის ერთ-ერთი შენობა ძალის გამოყენებით დაიკავეს. შენობაზე შტურმი მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციების ფონზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რამდენიმე ახალგაზრდას სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.