საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისათვის დახმარების გაწევას.
ერ-რიადში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდანვე ევროკავშირი დაჰპირდა ქვეყანას მხარდაჭერას და აპირებს გააგრძელოს იგი საომარი მოქმედებების დასრულებამდე.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
„ევროპელები არ მოკვდებიან დონბასისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინელებს, რათა მათ არ მოუწიოთ დონბასისთვის სიკვდილი“, - განაცხადა ბორელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დადო პირობა, რომ უკრაინას დახმარებას გაუწევს და ამას გააკეთებს ომის დასრულებამდე, თუმცა „ეს, სამწუხაროდ, მალე არ მოხდება“.