ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით გავიგებთ ვინ დააფინანსა, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა

ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით გავიგებთ ვინ დააფინანსა, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა

რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით FARA რომაა, გავიგებთ ვინ დააფინანსა ეს რეზოლუცია, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციას.

„ფინანსების ღიაობა და გამჭვირვალობა თურმე ევროპული არ არის. მოგიწოდებთ, რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით FARA რომაა, გავიგებთ ვინ დააფინანსა ეს რეზოლუცია. წინა ხომ ვნახეთ, გიული ალასანიამ მილიონი დოლარით რომ დააფინანსა ამერიკელი ლობისტები და შემდეგ მათ რომ დაწერეს წერილები და რეზოლუცია. ეს გაიშიფრა. ახლაც ვნახოთ, ისევ გიული ალასანიამ [დააფინანსა რეზოლუცია], თუ გვარამიაც შეეხიდა, რომელიც იქ [ევროპარლამენტში] იჯდა. ძირითადი 12 ადამიანი, რომელიც კურირებს ამ რეზოლუციას, ესენი არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ აგერ, მწვალებელთა პარტიის და სააკაშვილის მეგობრები“, - აღნიშნა ზარქუამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.