შალვა პაპუაშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: როგორ წარმოგიდგენიათ ათი ათასობით ადამიანის იძულებით მისვლა სადმე ან როგორ შეიძლება, იძულება დასჭირდეს ადამიანს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, ქვეყანა, ეკლესია?

შალვა პაპუაშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: როგორ წარმოგიდგენიათ ათი ათასობით ადამიანის იძულებით მისვლა სადმე ან როგორ შეიძლება, იძულება დასჭირდეს ადამიანს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, ქვეყანა, ეკლესია?

როგორ წარმოგიდგენიათ ათი ათასობით ადამიანის იძულებით მისვლა სადმე ან როგორ შეიძლება, იძულება დასჭირდეს ადამიანს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, ქვეყანა, ეკლესია, რომელსაც უკვე ღიად ესხმიან თავს? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, განცხადებები, რომლებიც ოპოზიციასა და NGO-სექტორში 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით კეთდება, აჩვენებს იმ შიშს, რომელიც ამ ანტიქართულ მოძრაობას აქვს.

„შიშს დიდი თვალები აქვს და ეს თვალები კარგად ხედავს, თუ რა იქნება 29-ში. ისინი დაინახავენ ქართველ ხალხს, ერთად მდგომს. ამ შიშიდან გამომდინარე ცდილობენ მანიპულაციების მოფიქრებას, თითქოს ვიღაცას აიძულებენ მისვლას. როგორ წარმოგიდგენიათ ათი ათასობით ადამიანის იძულებით მისვლა სადმე ან როგორ შეიძლება, იძულება დასჭირდეს ადამიანს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, ქვეყანა, ეკლესია, რომელსაც უკვე ღიად ესხმიან თავს? ამას რომ ფიქრობს ვინმე და საჯაროდ ამბობს, რომ ქართველს მობილიზება სჭირდება იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, ტრიადა - ენა, მამული და სარწმუნოება, ეს უკვე აჩვენებს, რამდენად არასწორ ღირებულებებზე დგას ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ სპეკულაციებს ცდილობს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.