ბელგიელი სენატორი: ზოგიერთი „ენჯეო“ ისეთი უდანაშაულო სულაც არ არის, როგორც თავი მოაქვს, გვინახავს პოლონეთის შემთხვევა, სადაც „ენჯეოების“ ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს, რადგან ისინი დემოკრატიულ საზოგადოებას ძირს უთხრიდნენ

ბელგიელი სენატორი: ზოგიერთი „ენჯეო“ ისეთი უდანაშაულო სულაც არ არის, როგორც თავი მოაქვს, გვინახავს პოლონეთის შემთხვევა, სადაც „ენჯეოების“ ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს, რადგან ისინი დემოკრატიულ საზოგადოებას ძირს უთხრიდნენ

გამჭვირვალობის კანონპროექტთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი, - ამის შესახებ ბელგიელმა სენატორმა ბობ დე ბრაბანდერმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელი ხშირად იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ მთავრობებზე შეტევის მიზნით, რომლებიც ევროკავშირს ყველაფერში არ ემორჩილებიან.

„უკრაინაში ომია და ცხადია რუსული აგრესია აბსოლუტურად დაუშვებელი და ამაზრზენია, მაგრამ მჯერა, რომ ევროკავშირი ამ ომს იყენებს იმისთვის, რომ თავს დაესხას მათ, ვისაც ოპონენტად მიიჩნევს. ცხადია, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სრულად არ არის ისეთი უდანაშაულო, როგორადაც თავი მოაქვს. მე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც ვარ და მინახავს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის უდიდესი გავლენა, ხშირად ეს გავლენები ბრიუსელში საკმაოდ შორის მიდის. გვინახავს მაგალითად პოლონეთის შემთხვევა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები სამართლიანად პასუხისგებაში მისცეს, რადგან ისინი დემოკრატიულ საზოგადოებას ძირს უთხრიდნენ. რეალურად ეს ევროკავშირისთვის იყო დრამა, რადგან იმ დროს პოლონეთი მუხლს არ იდრეკდა იმ მოთხოვნების წინაშე, რომელთა წაყენებაც ევროკავშირს სურს. ევროკავშირი აკვირდება თუ ვინ არის სახელმწიფოს ხელისუფლებაში, მათ არ სურთ რომ გადაწყვეტილება ხალხმა მიიღოს, თუკი ევროპელი ლიდერები ხედავენ, რომ ესა თუ ის მთავრობა არ ემორჩილება ყველაფერს, რასაც ევროკავშირი ამბობს, მაშინ ევროკავშირი თავდასხმის მიზნით კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უჭერს მხარს“, - აცხადებს ბელგიელი სენატორი.