შალვა პაპუაშვილი: კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი - უკვე ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს

შალვა პაპუაშვილი: კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი - უკვე ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს

კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, უკვე მთლიანად გვაჩვენებენ საკუთარ სახეს და უკვე ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„მომავალ კვირას იქნება საკომიტეტო და სასესიო განხილვა. სესია არის სამშაბათს, 30 აპრილს, 29-ში პლენარული სხდომა ვერ იქნება. რაც შეეხება 29 აპრილის შეკრებას - ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ კულმინაციამდე მივიდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი. ფაქტობრივად, უკვე მთლიანად გვაჩვენებენ საკუთარ სახეს და უკვე ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“, რადიკალური ჯგუფის განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს და მერე კიდევ სწყინთ, ჩვენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია, ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, რომ 29-ში ვინც მოხვალთ, ყველა რუსები ხართო. ამას „ენჯეო“ რომ აკეთებს, ამით ხომ აჩვენებს თავის რეალურ სახეს? ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ ამ ორგანიზაციების ხელით მართონ საქართველო. სინამდვილეში, მათ ზუსტად ეს დონორები ალაპარაკებენ, რომ დააშინონ ქართველი ხალხი და ასეთი ეპითეტებით შეამკონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29-ში ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, დადგეს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ - ჩვენ ვართ სახელმწიფო და ერი თუ გვინდა, რომ დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც უკვე რუსებს გვეძახიან. ეს ყველაფერი ჩაივლის და ამ დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავიანთ „ენჯეოებს“და როგორ გვეძახდნენ რუსებს ამ „ენჯეოების“ პირით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.