თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა

ლობისტების ხელი ძლიერია, მაგრამ აქ არის კიდევ სხვა რამ - ზოგიერთი ძალისთვის სასურველი ხელისუფალი იქნებოდა სააკაშვილი, ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილი ასრულებდა ყველა იმ დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ: ეტყოდნენ ადექი - ადგებოდა, ეტყოდნენ დაჯექი - დაჯდებოდა, ერთადერთი, რაც მოახერხა დამოუკიდებლად, სხვისი დავალების გარეშე, ეს იყო ფორთხვა. ასეთი ხელისუფალი მისაღებია ზოგიერთი გარე ძალისთვის ისეთ გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე, სადაც საქართველო მდებარეობს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.