ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი: მივესალმები, რომ პარლამენტი შემოგვიერთდა, რათა გვეხსენებინა რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი: მივესალმები, რომ პარლამენტი შემოგვიერთდა, რათა გვეხსენებინა რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა მედიასთან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მივესალმები, რომ [ევრო] პარლამენტი შემოგვიერთდა, რათა გვეხსენებინა [რეზოლუციაში] მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის სანქცირება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა ძალაში იქნება.