რასა იუკნევიჩიენე: ევროპარლამენტი ან ევროკავშირი არასდროს აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. EPP-ის რეზოლუციის პროექტში მხოლოდ რეგიონებია ნახსენები

რასა იუკნევიჩიენე: ევროპარლამენტი ან ევროკავშირი არასდროს აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. EPP-ის რეზოლუციის პროექტში მხოლოდ რეგიონებია ნახსენები

შეწყვიტეთ მანიპულაცია, არასდროს ეს პარლამენტი ან ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მხოლოდ რეგიონებია ნახსენები და ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც აღიარება ან არაღიარებაზე საუბრობს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის დეპუტატი რასა იუკნევიჩიენე „ქრონიკასთან“ საუბრისას აფხაზეთის სახელმწიფოდ მოხსენიების ფაქტთან დაკავშირებით EPP-ის რეზოლუციის პროექტს.

მისი თქმით, ეს მანიპულაცია არის ძალიან პრორუსული და კრემლის სტილის მანიპულაცია, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.

„არ გადაიტანოთ ყურადღება მთავარი გზავნილიდან, მთავარი გზავნილი ევროპულ გზას უკავშირდება. ჩვენ კოსოვოსაც ვახსენებთ ხოლმე სხვა რეზოლუციებში. ყველამ იცის, რომ ოკუპირებულია აფხაზეთი და ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ნათელია - თქვენი მთავრობა ცდილობს მანიპულირებას დეტალებით, რათა აჩვენოს, რომ რეზოლუცია არასწორია ან სხვა რამ, მაგრამ ეს არ გააკეთოთ. ქართველი ხალხი გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე „ქართული ოცნება“ ელოდება“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში, რომელიც 22 აპრილით თარიღდება, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. რეზოლუციის ავტორები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოჯახის წევრები, მათ შორის გალერი, იუკნევიჩიანე, მაკალისტერი, კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარი.

Maverick ამ ჩამომჭკნარ, ცოცხზე გადამჯდარ "ბაბა იაგას" გონია ქართველებს გაცხადებული რეზოლუციის სწორად აღქმა გვეშლება და შინაარსს უკუღმა ვგებულობთ, დეტალებშია ჭეშმარიტება და არა შენ ბჟუტურში!

ისე როგორც მიხეილ სააკაშვილი და ყველა ნაცარასტი ვერ მოესწრება საქართველოს ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას, ასევე აფხაზეთი საქართველოა და ვერასოდეს გახდება ცალკე სახელმწიფო!
1 კვირის უკან