იაგო ხვიჩია: ცუდია, როცა ხელისუფლება მეგობრების პოზიციას შანტაჟს უწოდებს და ამ შანტაჟით პრორუსული კანონის მიღებას ამართლებს

იაგო ხვიჩია: ცუდია, როცა ხელისუფლება მეგობრების პოზიციას შანტაჟს უწოდებს და ამ შანტაჟით პრორუსული კანონის მიღებას ამართლებს

ცუდია, რომ ხელისუფლება მეგობრების პოზიციას, რომ ასე ქცევა არ შეიძლება, შანტაჟს უწოდებს და შანტაჟით მის პრორუსული კანონის მიღებას ამართლებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ეს იმდენად არასერიოზული ამბავია, რომ დარწმუნებულია, ქართველი ხალხი არჩევნებამდე გაარკვევს, ვინ არის მისი მეგობარი და ვინ შემოგზავნილი მუხანათი მეგობარი.

„რაც შეეხება აფხაზეთის ნაწილს, მგონი, მაგალითად გვითხრეს, რაზეა საუბარი, რათა მივმხვდარიყავით. ნაცვლად იმისა, რომ შინაარსში შევიდეთ და ის შინაარსი გავიაროთ, რის გამოც გვაკრიტიკებენ, ტექნიკურ საკითხებზე გადავდივართ, წინ ოკუპირებული რატომ არ დაუწერეს. როცა მეუბნებიან, რომ ეს კანონი აფხაზეთშია, ეს ნიშნავს, რომ იქ რუსების ზეწოლით აფხაზებს მიაღებინეს და იგივე არ გააკეთოთო. ამაზე პასუხის გაცემა წინ ოკუპირებული რატომ არ წერია, ეს მხოლოდ საუბრის გადატანაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.