საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თავის ლატვიელ კოლეგას, რიჰარდს კოზლოვსკის სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც ლატვიელ ხალხს მიუსამძიმრა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს რიგაში სუპერმარკეტის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 51 ადამიანის, მათ შორის, 3 მეხანძრე-მაშველის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს დაზარალებულთა გადასარჩენად.
შს მინისტრი თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს და ინციდენტის შედეგად დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.