რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ ფილმ „კინოკრიტიკოსის“ გადაღება გადაიფიქრა - ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ტარანტინოს უბრალოდ აღარ სურს „კინოკრიტიკოსის“ გადაღება, რომელიც მის კარიერაში მეათე ფილმი უნდა ყოფილიყო. ის არც სცენარის შეცვლას და არც პროექტისთვის რაიმე სხვა ფორმის მიცემას აპირებს.
რამდენიმე თვის წინ მედია წერდა, რომ ტარანტინომ „კინოკრიტიკოსში“ როლი ბრედ პიტს შესთავაზა.
ტარანტინომ „კინოკრიტიკოსის“ სცენარზე მუშაობა 2023 წელს დაასრულა. რეჟისორის თქმით, ფილმში მოქმედება 1977 წელს კალიფორნიაში ვითარდება. მისივე განცხადებით, ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, „რომელიც ნამდვილად არსებობდა, თუმცა ცნობილი არ იყო, და წერდა ფილმების რეცენზიებს პორნოგრაფიული ჟურნალებისთვის“.