პოლონეთის პრეზიდენტი ნიუ იორკში დონალდ ტრამპს შეხვდა. ანჯეი დუდას რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა „ტრამპ თაუერში“ უმასპინძლა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჟურნალისტებს ტრამპმა განუცხადა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში ანჯეი დუდასთან ოთხწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ მათი თანამშრომლობა მომავალშიც შედგება.