უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოითხოვს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის მოწვევას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა აქტიურად მუშაობს, რათა ივნისში პირველი გლობალური სამშვიდობო სამიტი ეფექტური გახადოს.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ლიდერსა და სახელმწიფოს, რომლებმაც მიმდინარე კვირაში გამოხატეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ სამიტში, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს შეუძლია დაეხმაროს უკრაინის სამართლიანი მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობის აღდგენაში.