ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: დონალდ ტრამპის დროს, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: დონალდ ტრამპის დროს, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყო

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

ლიზ ტრასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ამერიკა, როგორც არასდროს.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, ტრამპი უფრო აგრესიული იყო ირანისა და ჩინეთის მიმართ და ასევე შეაქო ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა უკრაინისადმი.

„მე არ ვამბობ, რომ ვეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მან ოდესმე თქვა. მე ვეთანხმები, რომ დონალდ ტრამპის დროს, როდესაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მსოფლიო უფრო უსაფრთხო იყო“, - დასძინა მან.