მამუკა მდინარაძე: მაშინ, როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორ შეიძლება გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ დაგვაშოროს ევროპას?

მამუკა მდინარაძე: მაშინ, როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორ შეიძლება გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ დაგვაშოროს ევროპას?

მაშინ, როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორ შეიძლება გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ დაგვაშოროს ევროპას? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია შეძლებს და წარმოადგენს კანონპროექტიდან ერთ მუხლს მაინც, რომელიც არის რუსულ კანონში და არ არის ამერიკულში ან დაინიცირებულ ევროპულში, მაშინ მმართველი გუნდი თანახმაა მსჯელობაზე.

„ყველაზე დიდი სპეკულაცია, რაც თან ახლავს ხოლმე კანონპროექტის შეფასებას, მაშინ, როდესაც არცერთი მიზეზი, საფუძველი, არგუმენტი არ და ვერ დასახელდა წინა დღეების განმავლობაში 11 მუხლიდან, რომელიმე მათგანი ხომ არ არის ისეთი, რომელიც არის არა რუსული, არა ოკუპანტის კანონმდებლობის განმეორება, არამედ ანტიქართული, ცუდი. არცერთი კონკრეტული არგუმენტი არ მოგვისმენია. იშველიებენ მხოლოდ საგარეო აქტორების განცხადებების პათოსს, რომ ეს დაგვაშორებს ევროპას. მაშინ, როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობის და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორ შეიძლება გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ დაგვაშოროს ევროპას?! გამორიცხულია! როგორც შარშან, შარშანწინ გვაკრიტიკებდნენ მსგავს თემებთან დაკავშირებით, წელსაც წარმოუდგენელია, რომ ჩვენმა გადადგმულმა ამ ნაბიჯმა გამჭვირვალობის პრინციპის გატანამ დაგვაშოროს ევროპას. მე ვთხოვ მხარდაჭერას ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც იმიტომ, რომ ძალიან იშიფრება ის ნარატივი უკვე, რომელიც ამ კანონის „გამჭვირვალობის“ შესახებ ქართული კანონის გარუსებას ემსახურება. ერთი მუხლი მაინც დაასახელონ ისეთი, რაც არის რუსულ კანონში, არ არის ამერიკულში, დაინიცირებულ ევროპულში და ა.შ. თუ ამას გააკეთებთ, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. თუ არა და დანარჩენი ყველაფერი იქნება უბრალოდ სპეკულაცია“,- აღნიშნა მდინარაძემ.