შსს-ს წარმომადგენლები უნგრეთის და იტალიის ელჩებს შეხვდნენ

შსს-ს წარმომადგენლები უნგრეთის და იტალიის ელჩებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე საქართველოში უნგრეთისა და იტალიის რესპუბლიკების ელჩებს შანდორ საბოსა და ფედერიკა ფავის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმეზე ისაუბრეს.

მხარეებმა განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების საკითხი, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.