ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა მიმართა 32 ქვეყნის საგარეო უწყებებს და მოუწოდა, დაუწესონ სანქციები ირანის სარაკეტო პროგრამას, ხოლო „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.
მისივე თქმით, ეს ქმედებები დაასუსტებს ირანს, რომელიც უნდა იყოს შეჩერებული ახლა, ვიდრე ეს გვიანი არაა.
ისრაელ კაცის წერილის ადრესატებს შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ინდოეთის, ავსტრალიის, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.