შალვა პაპუაშვილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე: ისინი იმსახურებენ ჩვენს ნდობას, იმედი მაქვს, ოპოზიციიდანაც ექნებათ მხარდაჭერა

შალვა პაპუაშვილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე: ისინი იმსახურებენ ჩვენს ნდობას, იმედი მაქვს, ოპოზიციიდანაც ექნებათ მხარდაჭერა

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები, რომელთა მოსმენაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა, ნდობას იმსახურებენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, კანდიდატები პროფესიონალი ადამიანები არიან.

„უკვე ორ წელზე მეტია, ეს ადამიანები არჩეული არიან, გაუგრძელდათ ვადა და ასე შემდეგ. ვერავინ ვერც ერთ ჯერზე რაიმე კონკრეტული საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ თქვა. გველაპარაკებიან რწმენით, რომ მათ ჰგონიათ, სჯერათ და ასე შემდეგ. საღი აზრის მქონე ადამიანი ასე არ მოქმედებს. ისინი არიან პროფესიონალი ადამიანები - კანდიდატები, რომლებზეც არსებობს საერთაშორისო შეფასება. ცესკოს აქვს უმაღლესი საერთაშორისო შეფასება. ისინი იმსახურებენ ჩვენს ნდობას. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციიდანაც ექნებათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ 90 ხმა შეგროვდეს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე გიორგი შარაბაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები განიხილება.