შალვა პაპუაშვილი: ჩვენ დღემდე ველით განმარტებას ამერიკის საელჩოსგან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ დღემდე ველით განმარტებას ამერიკის საელჩოსგან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით

ჩვენ დღემდე ველით განმარტებას ამერიკის საელჩოსგან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ბატონ ჩხიკვაძესთან დაკავშირებით. უნდა გვქონდეს განმარტება რასთან გვქონდა საქმე, რატომ იყო ზეწოლა მოსამართლეზე უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების მხრიდან, რაც წარმოადგენს როგორც ვენეციის კონვენციის დარღვევას, ასევე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მითუმეტეს, რომ საბოლოოდ გაირკვა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს ზეწოლა ეფუძნებოდა მცდარ მოსაზრებებსა და არგუმენტებს. მცდარიც იყო და ამავე დროს იყო მიღმა პარტნიორული ურთიერთობისა. ამ ზეწოლის შედეგად, რომელიც ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა მოახდინა მოსამართლეზე და რომელმაც ის მორალური ტერორის სამიზნე გახადა NGO-ების, ოპოზიციისა და მედიების მხრიდან. ამ მორალური ტერორის შედეგად ჯანმრთელობის ზიანი განიცადა მისმა არასრულწლოვანმა შვილმა. სანამ არ მოვისმენთ განმარტებასა, წუხილს ან ბოდიშს ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოლისა ეს განმარტებები მოვისმინოთ და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.