საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
როგორც სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დააკავეს პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.
„დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ. დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს“, - განმარტა ვაჟა სირაძემ.