დავით იმედაშვილი: ერთხელ მაინც უკანონო ბრძანების შემსრულებელ სპეცრაზმს უნდა მოხვდეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება

დავით იმედაშვილი: ერთხელ მაინც უკანონო ბრძანების შემსრულებელ სპეცრაზმს უნდა მოხვდეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება

რეჟისორი და პროდიუსერი, დავით იმედაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკანონო ბრძანების შემსრულებელ სპეცრაზმს უნდა მოხვდეს.

„ერთხელ მაინც უკანონო ბრძანების შემსრულებელ სპეცრაზმს უნდა მოხვდეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება !!!“, - წერს იმედაშვილი.

რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.