დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი ჯამში 5000 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოწესრიგდა როგორც სამანქანო გზა, ასევე საფეხმავლო ტროტუარები. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ, მესამე კვარტლის მეექვსე ა ბ და ვ კორპუსებთან, ჩაჩავას ქუჩის N5-ის მიმდებარედ და ბელიაშვილის ქუჩის N106-ში.
სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 253 744 ლარი გამოიყო.