თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი აღიარებს, რომ შოლცის განცხადება გააყალბა და „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ „აგენტების კანონი“ სრულიად შეგნებულად უწოდა

თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი აღიარებს, რომ შოლცის განცხადება გააყალბა და „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ „აგენტების კანონი“ სრულიად შეგნებულად უწოდა

თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი აღიარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენციის დროს შოლცის განცხადება გააყალბა.

როგორც ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ნაცვლად „აგენტების კანონი“ სრულიად შეგნებულად ახსენა.

„კაცო, რად უნდა ბევრი ლაპარაკი, თქვა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მაგრამ რადგანაც ეს ქართველი მსმენელისთვის გაუგებარი იყო, სრულიად შეგნებულად ვახსენე კანონის ის სათაური, რომლითაც მას ქართველი მსმენელი იცნობს. ამით არანაირად არ იცვლება ის შინაარსი, რომ აი, კონკრეტულად ეს კანონი, რომელიც არასამთავრობოების კონტროლს გულისხმობს, კანცლერმა მიიჩნია ევროპული ფასეულობებისთვის სრულიად შეუსაბამოდ“, - წერს ანდრონიკაშვილი.

თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენციის დროს შოლცის განცხადებებს თარგმნიდა, საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას ფეისბუქ სტატუსით საჯაროდ გამოხატავს.

პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცის განცხადების თარგმანის გაყალბებიდან მალევე მან „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კვლავაც „აგენტების“ შესახებ კანონად მოიხსენია. სინამდვილეში თავად ოლაფ შოლცმა კანონს „უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების“ კანონი უწოდა და არა „აგენტების შესახებ“ კანონი.

„სასიხარულოა, რომ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მკაფიოდ თქვა: “აგენტების” შესახებ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, ის წინააღმდეგობაშია ევროპულ ფასეულობებთან და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარ კანონს საქართველო არ მიიღებს. პრესკონფერენციის კონტექსტში ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს ამ კანონით არანაირი ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ასევე, აღნიშნა სასამართლო რეფორმის, პარლამენტის მიერ ინსტიტუციებზე კონტროლისა და დეოლიგარქიზაციის აუცილებლობა, ასევე ისიც, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ცალკე აღსანიშნავია პრ. მინ. კობახიძის უტიფრობა, ამის შემდეგ კიდევ ეთქვა, რომ ეს კანონი “გამჭვირვალეობას” ემსახურება და რომ ამ კანონის გატანა არ იგეგმება. არა რუსულ კანონს!“, - წერს ზაალ ანდრონიკაშვილი ფეისბუქ-სტატუსში.

ცუგო- ეს რაც გამჟღავნდა, რამდენი გველობა ექნება გაკეთებული...
3 თვის უკან
ცუგო- ეს რაც გამჟღავნდა, რამდენი გველობა ექნება გაკეთებული...
3 თვის უკან
ლაზი ამნაირი უტიფარი ვირეშმაკებით არის სავსე მედია სექტორი. ყველანი გრანტის ჭამით არიან სულმოთქმული და ასეთ საწოვარას იოლად არ დათმობენ.
3 თვის უკან
ლაზი ნებისმიერი უცხო ქვეყანა ცდილობს, საქართველო შემოუღობავ ბოსტნად დაიტოვოს, სადაც, როცა უნდათ ქვას ისვრიან და როცა დასჭირდებათ ბაღჩეულს მოკრეფენ. მათი აქაური გრანტიჭამიები, იმ ბოსტანში მუშაობის ნაცვლად, ღობის მორღვევით არიან დაკავებული, მათმა დონორებმა რომ თავის ჭკუაზე იპარპაშონ. სამაგიეროდ, ამათ გრანტები არ მოაკლდებათ.
3 თვის უკან
amo რა სახელსა და გვარს აფუჭებს.
3 თვის უკან