ღუმელში შემწვარი გუფთა

ღუმელში შემწვარი გუფთა

ჯერ გაახურეთ ღუმელი 220-250 გრადუსამდე. მანამდე, გარეცხეთ ხორცი, ხახვი და მწვანილები. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. გაატარეთ საკეპ მანქანაში და გადაიტანეთ ჯამში;

რძეში დაალბეთ პური და აქციეთ ერთიან მასად. შეურიეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა და პილპილი. ეს მასა მოასხით გატარებულ ხორცს და აურიეთ კარგად.

შესაწვავ ჭურჭელს მოუსვით ცოტა წყალი, ზედაპირი რომ მოასველოს ისე. ზეთით ან წყლით დაისველეთ ხელის გულები და დაიწყეთ ხორცის ამოგუნდავება და ფორმის მიცემა. გატარებული ხორცის ფორმა თქვენს გემოვნებაზე და სურვილზეა დამოკიდებული. თუმცა, მომცრო ზომისანი უფრო მალე არის მზად.

ბურთულებით სავსე ჭურჭელი შედგით ღუმელში. პერიოდულად ამოატრიალეთ. ხორცი მაშინ არის მზად, როცა თითს დააჭერთ და ძალიან რბილი არ იქნება, თან თითის დაჭერით ჩაიწევა, მაგრამ თავისივე ფორმას დაუბრუნდება.

როცა მზად იქნება, გამოიღეთ და ცხლადვე მიიტანეთ სუფრასთან. ინახება 2-3 დღე. გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში თავდაფარებულ ჭურჭელში.

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი – 700 გრ;

ხახვი - 2 თავი;

მწვანილები – ოხრახუში, რეჰანი – პატარა კონა;

ნიორი – 3 კბილი;

შავი პურის ნაჭერი – 1-2 ცალი;

რძე – 50 მლ.ლ;

კვერცხი 1-2 ცალი;

მარილი, წიწაკა, პილპილი – ნახევარ-ნახევარი კოვზი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.

perfectcook.org