ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში (ვიდეო)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია იმყოფება. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბროლაძემ ნიდერლანდების სამეფოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ვილიემ ეეკელენსა და საქართველოში ნიდერლანების სამეფოს ელჩს, პიტერ ლანგენბერგს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქართულმა და ჰოლანდიურმა მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ზაზა ბროლაძემ უცხოელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ჯარის პრიორიტეტებსა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.