„ქვეყანაში პოლიტიკური ნება თუ იარსებებს სამართლიანობის აღსადგენად, მაშინ პროკურატურას აუცილებლად მოუწევს პროკურორთა სპეციალიზირებულიჯგუფის შექმნა, რომელიც დაკავებული იქნება ამ საქმეების გამოძიებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ზურაბ კანდელაკი, რომლის განცხადებით წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებენ სამართლიანობის აღდგენას და საქმეების გამოძიებას.
ერთი წლის განმავლობაში არც ერთი საქმე, მათ შორის გახმაურებული საქმეები არაა გამოძიებული, ამ პირობებში რამდენად სწორი იყო საუბარი ევროპული დონის პროკურაურაზე, რისი წინააღმდეგიც, კბილაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი იყო?
ზურაბ კანდელაკი: ვერავინ ვერ დაასახელებს ევროპის რომელიმე ქვეყანას, გნებავთ აშშ-ს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე არსებობდეს ინფორმაცია და ეს საქმე იყოს გამოუძიებელი. ამიტომ, იმის თქმა, რომ ევროპულ პროკურატურაზე უნდა გადასულიყვნენ და ამ მოტივით განცხადებები არ იქნა განხილული, აბსურდულად მეჩვენება.
როგორ ფიქრობთ, რატომ იყო გაჩერებული გამოძიება, როდესაც 10 ათასზე მეტი განცხადებაა შესული იგივე ქონების უკანონოდ წართმევასთან დაკავშირებით?
- ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ თქვა, რომ რაღაც მექანიზმს ეძებენ, რომ სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომოდა, მაგრამ ერთ-ერთი რამ აუცილებლად იყო გასაკეთებელი და საქმეც წინ იქნებოდა წასული, პროკურატურას ძიება, რომ დაეწყო იმ განცხადებებეზე რაც მათთან იყო შეული. ძიება ერთ და ორ დღეში არ მთავრდება, ამას მაინც ეს დრო დასჭირდებოდა, ამ ერთ წელიწადს წინ წაიგდებდნენ და ბევრ საქმეზე კონკრეტული ციფრები და გადაწყვეტილებები ექნებოდათ. ამასთან ერთად გამოიკვეთებოდა რა სახის ზარალზე იყო ლაპარაკი. ის განცხადებები, რომელიც დღეს დევს პროკურატურაში და გამოუძიებელია, ის გამცხადებელი სანამ არ მიიღებს კონკრეტულ პასუხს, ის ყოველთვის იქნება ამ რეჟიმში, მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას და თავისი საქმის გამოძიებას.
იგივე ბაჩო ახლაიაზე პროკურატურას მყარი მტკიცებულებები წარდგენილი რომ არ აქვს მისი მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, ეს სასაცილოა. ის 8 თუ 10 ათასი განცხადება წაკითხული და დამუშავებული რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მრავალჯერადი მტკიცებულებები ექნებოდათ. პროკურატურაში არსებულ იმ გამცხადებებში ასევე მრავალი ფაქტი იქნება მოყვანილი იგივე ივანე მერაბიშვილზე, ახალაიაზე, ზურაბ ადეიშვილზე და დანარჩენ მათ ჯგუფში ასოცირებულ პიროვნებებზე. მოგეხსენებათ, რომ დღეს მოქმედი კანონდებლობით ინფორმაცია მტკიცებულებას წარმოადგენს.
რატომ არ იყო პროკურატრურა დაინტერესებული, რომ ბრალი მტკიცებულებებით წარედგინათ ახალაიასთვის?
- მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება პიროვნებებიდან გამომდინარე იყო მიღებული. ეს აჩვენებს ერთის მხრივ პროკურორების მუშაობის უსუსურობას, ან მეორის მხრივ - ადგილი ჰქონდა პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების პირად დაინტერესებას.
როგორც ვიცი „კავკასუს ონლაინის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყავით, თუ გაგაჩნიათ რამე ფაქტები იგივე მერაბიშვილზე და სხვა მაღალჩინოსნებზე?
- დიახ. იმ პერიოდში როდესაც ხდებოდა ჩვენი კომპანიის დანგრევა. ჩვენმა სამსახურმა მოიპოვა ძალიან ბევრი მამხილებელი მასალა, რომელსაც მსვლელობა არ ეძლეოდა იგივე ვანო მერაბიშვილის და ადეიშვილის უწყებებში. პირიქით - ხდებოდა დანაშაულის დაფარვა მათ მიერ. ვანო მერაბიშვილზე საკმაოდ ბევრი საჩივარია შესული პროკურატურაში. მარტო ჩვენი კომპანიის ირგვლივ რაც ხდებოდა, ამას მარტო ჩვენ კი არა, მთელი ქვეყანა ადევნებდა თავლს. პროკურატურაში წარდგენილია მტკიცებულებები, აუდიოჩანაწერები, თუ როგორ ხდებოდა იძულება, როგორ ხდებოდა კომპანიის წართმევა რასაც თვითონაც არ მალავდნენ და იძახდნენ, რომ დავალება ზემოდან იყო.
იგივე ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დღეს გაქცეულია, მისი დავალბით მასთან კაბინეტში მიიყვანეს ცნობილი სპორტსმენი და ბიზნესმენი, გურამ ხელაშვილი 70 წლის კაცი და მოთხოვეს ქონების გადაფორმება, უარის მიღების შემდეგ აწამეს გონების დაკარგვამდე და ეს ხდებოდა ადეიშვილის კაბინეტში მისი თანდასწრებით. მისი ეს წამება შემდეგ უკვე ციხეში გააგრძელეს. განცხადება შეტანილი აქვს პროკურატურაში და რეაგირება დღემდე არაა. ეს არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ადეიშვილს ბრალი წაუყენო?!
არის კიდევ ერთი პიროვნება - შენგელია, რომელსაც ოფიციალურად შემოჰქონდა საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი. შსს-მ უშუალოდ მერაბიშვილის დავალებით წაართვა ეს გაუფორმებელი და არარეგისრტრირებული იარაღები, მათ შოროს იყო მაყუჩიანი ავტომატები, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. დღემდე უცობია ვის ხელშია ეს არარეგისტრირებული იარაღი.
ანუ პროკურატურა არ იყო მზად იმისათვის, რომ მტკიცებულებით გაჯერებული საქმე წაეღო სასამართლოში?
- ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა ტელევიზიებთან ერთად რომ დარბოდა და ტრუსიკიანები გამოჰყავდათ სახლიდან ქალი და კაცი - რა თქმა უნდა, ამის მომხრე არავინ არაა, მაგრამ როცა კაცს იჭერ, მაშინ უნდა დაუდო მტკიცებულება და სწორედ ამ მტკიცებულებებს ითხოვენ ის ევროპელები. როცა დაუდებ იმ ევროპელებს კონკრეტულ ფაქტებს როგორ აწამებდნენ ადამიანებს და ასე გაამყარებ ბრალდებას, მათ შემდეგ უკვე პრეტენზიები არ ექნებათ.
ბევრს საუბრობენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი იყო დაინტერესებული ახალაიას წინააღმდეგ რაც შეიძლება ნაკლები მტკიცებულება ყოფილიყო...
- თვითონ პრემიერ-მინისტრამა თქვა, რომ გამოძიებას კურირებს ლაშა ნაცვლიშვილი. აქიდან გამომდინარე, თუ რამე არაა გაკეთებული საფუძვლიანად აღნიშნული პიროვნებების ბრალდებებში, პასუხისმგებელი პიროვნება გამოდის ლაშა ნაცვლიშვილი კბილაშვილთან ერთად. ყველა საქმე აწერია კონკრეტულ გამომძიებელს, თუ აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ საქმეში ვინმეს ხელი დაეფარა, ადრე თუ გვიან სისხლის სამართლით აგებს პასუხს.
ფაქტია, რომ პროკურატურამ 12 თვის განმავლობაში ვერ შეძლო დაედო მტკიცებულება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა სახელიც არაერთ სკანდალურ საქმეს უკავშირდება. მათ შორის გახამურებული საქმეები, სადაც პირდაპირ ფიქურირებენ ეს მაღალჩინოსნები. რამდენად რთული სტურქტურის ჩაბარება მოუწია ახალ გენერალურ პროკურორს და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გაგადგას იმისათვის, რომ ეს საქმეები იქნას გამოძიებული?
- პროკურატურას აუცილებლად მოუწევს იმის გაკეთება, რასაც ჰქვია სპეციალური ჯგუფის შექმნა. უნდა შედგეს პროკურორების ჯგუფი, რომლებსაც კონკრეტულად დაეწრებათ ეს განცხადებები და ისინი დაკავებული იქნებიან ამ საქმეების გამოძიებით. ქვეყანაში პოლიტიკური ნება თუ იარასებებს სამართლიანობის აღსადგენად, მაშინ პროკურატურას აუცილებლად მოუწევს პროკურორთა სპეციალიზირებული ჯგუფის შექმნა, რომელიც დაკავებული იქნება ამ საქმეების გამოძიებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებენ სამართლიანობის აღდგენას და საქმეების გამოძიებას.
ახალი გენერალური პროკურორი შეძლებს იმიას, რომ დადოს მტკიცებულელები ამ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?
- იმედი მაქვს, რომ ახალი პროკურორის დანიშვნა ხელს შეუწყობს პროკურატურის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას.
საკადრო ცვლილება აუციელებელია იმისათვის, რომ დაიწყოს კონკრეტული საქმეების გამოძიება?
- რა თქმა უნდა. პროკურორმა, რომელმაც წინა ხელისუფლებაში ჩაიდინა მძიმე დანაშაული, ის არ გამოიძიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ეცდება მტკიცებულების განადგურებას.
პროკურატურის თანამშრომლები არ მალავენ, რომ კბილაშვილი ვერ ღებულობდა გადაწყვეტილებებს. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტლებას ისე იღებდა ნაცვლიშვილი, რომ გენერალური პროკურორი ამას ხშირად ტელევიზიის საშუალებით იგებდაო...
- ერთი წელი გავიდა და მითხარით რა საქმეებზე აქვთ გადაწყვერტილება მიღებული? შედეგი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. ახალაიას და მერაბიშვილს ისეთი ბრალდება აქვთ წაყენებული, რომ თვითონაც სიცილს ვერ იკავებენ დარბაზში. ამ დროს 20 ათასი განცხადება დევს პროკურატურაში, სადაც უმეტესებოაში გამოძიების შემთხვევაში მათი დანაშაული გაოიკევეთება, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ არ აქცევდა. თუ წიაკითხავენ ამ განცხადებებს, მჯერა, რომ გაცილებით სერიოზულ დანაშაულებებზე იქნება საუბარი. მათ სერიოზული ბრალდებები უნდა წარედგინოთ.