მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. გადაწყვეტილება მეხიკოში მას შემდეგ მიიღეს, რაც ეკვადორის ქალაქ კიტოში მდებარე მექსიკის საელჩოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა და ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხორხე გლასი დააკავა. სპეცოპერაციის დროს რამდენიმე მექსიკელი დიპლომატი დაშავდა.
მექსიკის პრეზიდენტმა საელჩოში შეჭრას ავტორიტარული აქტი უწოდა და ეკვადორის ხელისუფლება საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. კორუფციისთვის გასამართლებული ხორხე გლასი მექსიკის საელჩოს 2023 წლის დეკემბრიდან აფარებდა თავს.