თუ მუდმივად ფუსფუსებთ, დაკავებული ხართ საქმეებით სახლში, ბაღში თუ აგარაკზე, გაქვთ თქვენი ბიზნესი, ან ხართ მშენებელი, კიბე თქვენი საქმიანობის განუყრელი ნაწილია. მეტიც, ის იმდენად მნიშვნელოვანი ნივთია, რომ ყველა ოჯახში საპატიო ადგილი უნდა ეკავოს. ოღონდ რა თქმა უნდა, სხვადასხვა საქმიანობისთვის განსხვავებული პარამეტრებისა და მახასიათებლების კიბეა საჭირო, დიასახლისებს შედარებით პატარა გასაშლელი კიბეც დააკმაყოფილებთ, მაგრამ ბაღში სამუშაოდ ეს საკმარისი არ იქნება.
იმისათვის, რომ სწორედ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კიბე, განვიხილოთ როგორი სახის კიბეებს გვთავაზობს ბაზარი და ჩამოვთვალოთ ის ძირითადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა მიიღოთ მისი შეძენის გადაწყვეტილება.
კიბე მზადდება სხვადასხვა მასალისგან და შესაბამისად, უძლებს სხვადასხვა დატვირთვას, იგი უნდა შეირჩეს დანიშნულების, სიმაღლის, კონსტრუქციის და მასალის მიხედვით.
ის შეიძლება იყოს:
- ცალმხრივი - საფეხურები მხოლოდ ცალ მხარესაა განლაგებული;
- ორმხრივი - საფეხური ორ მხარეზეა განლაგებული, რაც მუშაობისთვის მეტად კომფორტულია როგორც ერთი, ისე ორი პარალელურ რეჟიმში მომუშავე ადამიანისთვის
- ტრანსფორმერი - რომელიც სხვადასხვა ფორმას საჭიროების მიხედვით იღებს
თუ კიბეზე დიდხანს დგომა გიწევთ, ისეთ ვარიანტზე შეაჩერეთ არჩევანი, რომელსაც ზედა ნაწილში აქვს სპეციალური პლატფორმა, ამ ტიპის კიბე ბევრად პრაქტიკული და საიმედოა, ვიდრე უბრალოდ, ერთმანეთზე მიერთებული ორი ძელი.
განვიხილოთ კიბეები სახეობების მიხედვით:
- გასაშლელი კიბე - შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, რომელსაც საფეხურები ორივე საყრდენზე აქვს. კომფორტულია ღია სივრცესა და ისეთ ადგილებში გამოსაყენებლად, სადაც მისაყუდებელი კიბე არ გამოდგება.
- მისადგმელი კიბე - ეს არის რკინის ორი ძელი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საფეხურებით. ასეთი კიბის მაქსიმალური სიმაღლე 7 მეტრამდეა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვა 200 კილოგრამი. დახრის ოპტიმალური კუთხე 65-დან 70 გრადუსამდეა. ნებისმიერ მხარეს მკვეთრი გადახრა გადაყირავების რისკებს აჩენს;
- ტრანსფორმერი - ამ ტიპის კიბე ოთხამდე სექციისგან შედგება და მოსახერხებელი კონსტრუქციის წყალობით, სასურველ ფორმას იღებს. ასეთი კიბით შესაძლებელია მაგალითად, ფასადის სამუშაოების ჩატარება. მისი მთავარი დადებითი მხარე კომპაქტურობაა. ზოგიერთი მოდელის გადატანა მსუბუქი ავტომობილის საშუალებითაც შეიძლება;
ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ კიბეს ყველაზე კომფორტულად და ხელმისაწვდომ ფასად liloshop.ge-ზე შეიძენთ. ეს გახლავთ ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზია, სადაც სწორედ ის ფასები მოქმედებს, რაც უშუალოდ მოლშია აქვს პროდუქტს. კიბის შეძენის შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება საფიქრალი არ გექნებათ, რადგან კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში მოგიტანთ.