რა იწვევს წელის პრობლემებს?

რა იწვევს წელის პრობლემებს?

წელის ტკივილი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი მდგომარეობაა - ამ დროს რთულია დაძინება და მოსვენება. ეს განსაკუთრებით  დამახასიათებელია მათთვის, ვისაც უწევს საათობით კომპიუტერთან ჯდომა.   ზოგჯერ წელის ტკივილი მოულოდნელ ტრავმას, დაზიანებას, დაჭიმულობას, არასწორ მოძრაობას ან რომელიმე დაავადების სიმპტომებს უკავშირდება. გარდა ამისა, წელის პრობლემების სხვა გამომწვევი მიზეზებიც არსებობს:

  •    ხერხემლის რომელიმე პათოლოგია;
  •    კიფოზი;
  •    სქოლიოზი;
  •    ლორდოზი;
  •    უმოძრაობა;
  •    თიაქარი;
  •    წელკავი.

წელის ტკივილის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ წელის კორსეტებსა და ქამრებს. მომხმარებლები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ეს პროდუქტი წელის ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს და ხერხემლის ანატომიური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. ისინი ხელს უწყობს ხერხემლის ან კონკრეტულად წელის არის იმობილიზაციასა და შესაბამის არეში დატვირთვის შემსუბუქებას.

უმაღლესი ხარისხის წელის კორსეტებს, ქამრებსა და ფიქსატორებს გვთავაზობს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა”.

“ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქცია. მათი შეძენა შესაძლებელია, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში. სასურველი ნივთის შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ შერჩეულ პროდუქტს მარტივად იყიდით.