რას ნიშნავს ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი

რას ნიშნავს ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი

მცურავი გაცვლითი კურსი არის ერთი ქვეყნის ვალუტის სხვა ქვეყნის ვალუტასთან კურსის დადგენის თავისუფალი რეჟიმი. ვალუტის გაცვლითი კურსი სავალუტო ბაზარზე ვალუტების ყიდვა-გაყიდვით დგინდება.

დღეს, საქართველოში ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსი დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების მიმართ ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს. მცურავი გაცვლითი კურსი ფიქსირებული არ არის და ყოველთვის ცვალებადია, სწორედ ეს არის მიზეზის, რის გამოც მას მცურავს უწოდებენ. საუკეთესო კურსით ვალუტის გადაცვლა mbc.com.ge-ის საიტზე შეგიძლიათ.

თუ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება, ამ დროს დოლარის კურსი მცირდება და ლარი მყარდება, ხოლო თუ მოთხოვნა მცირდება - ლარი უფასურდება. ამ პროცესებზე გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, უცხოური ინვესტიციები და სხვა. პროცესი კი მთავრობის ან ცენტრალური ბანკის ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

MBC-ის ვებგვერდზე მარტივად შეგიძლია მიადევნო თვალი ვალუტის კურსის ცვლილებას და გაიგო, რა არის ლარის ღირებულება დოლარის, ევროს, ლირის თუ სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობები

მცურავი გაცვლითი კურსის სისტემა უფრო მეტად მოქნილია ეკონომიკურ ცვლილებებთან მიმართებაში:

  • თუ ქვეყანაში ექსპორტი იზრდება, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნაც იმატებს და ლარი მყარდება.
  • თუ ქვეყანაში ფიქსირდება ექსპორტის შემცირება, ან იმპორტის ზრდა, ვალუტაზე მოთხოვნაც მცირდება. ეს იწვევს ვალუტის გაუფასურებას.
  • მცურავი გაცვლითი კურსის ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია შეზღუდვის გარეშე.
  • მცურავი გაცვლითი კურსისთვის ცენტრალურ ბანკებს არ სჭირდებათ უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით რეზერვების შექმნა.

მცურავ გაცვლით კურსს ნეგატიური ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, გაცვლითი კურსების  უეცარ ცვალებადობას შესაძლოა უარყოფითი შედეგები ჰქონდეს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის.

თუ ქვეყანას სუსტი ეკონომიკა ან ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს, მცურავმა კურსმა შესაძლოა გამოიწვიოს შემდგომი ინფლაცია, არასტაბილურობა და კიდევ უფრო მეტად გააუარესოს ვითარება.

ინფლაციის დაბალი მაჩვენებლები, როგორც წესი, დაკავშირებულია ძლიერ ვალუტებთან. ცენტრალური ბანკები ყოველთვის ისახავენ მიზნად სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებას, რადგან მაღალი ინფლაცია ამცირებს ვალუტის მსყიდველუნარიანობას.

ვალუტის გაცვლითი კურსები გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალურ ეკონომიკაში, რაც გავლენას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე და ქვეყნების მთლიან ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.