იცით, თურმე, ყველაზე ხშირად სად იკარგება ტელევიზორის პულტი? შემთხვევები პროცენტულად ასე გადანაწილდა: 49 – დივანზე, 8 – კომოდზე, აბაზანაშიც – 8; მაცივარში – 4 და საწოლში – 2 პროცენტი.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ადამიანს დღეს ოფისებში ძალიან პატარა სივრცე აქვს სამუშაოდ: 1994 წლიდან მოყოლებული 8,3 კვადრატული მეტრიდან ის 7 კვადრატულ მეტრამდე შემცირდა.
საშუალო სტატისტიკით, რიგითი ბრიტანელი, მთელი წლის განმავლობაში 192 დღე ნაბახუსევი ბრძანდება.
იცით, რომ მამაკაცების უმრავლესობას ლამაზ ქალს ფეხბურთი ურჩევნია?! „ჰეინეკენის“ გამოკითხვით, ყოველმა მეორე მამაკაცმა განაცხადა, რომ აუცილებლად უარს იტყოდა პაემანზე ყველაზე ლამაზ სუპერმოდელთანაც კი, თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნახვის შანსი მიეცემოდა... სტადიონზე, რა თქმა უნდა.