მარიამ წიწიკაშვილი: მომზადდა სტატია, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული პოსტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია შესაბამისად მოინიშნა, როგორც მცდარი ინფორმაცია

მარიამ წიწიკაშვილი: მომზადდა სტატია, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული პოსტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია შესაბამისად მოინიშნა, როგორც მცდარი ინფორმაცია

გუშინ მომზადდა სტატია, სადაც ნაჩვენები იყო, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული პოსტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია შესაბამისად მოინიშნა, როგორც მცდარი ინფორმაცია, - განაცხადა სატელეფონო საუბრისას Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის რედაქტორმა, მარიამ წიწიკაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას.

მან განმარტა, თუ ვინ ადგენს Facebook-ზე, რა ინფორმაციაა მცდარი და როგორ მოხდა სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის, მედია საშუალებების ოფიციალურ გვერდებზე, საინფორმაციო ბანერების დაბლოკვა.

„ფეისბუქი“ ამბობს, რომ მე, როდესაც ჩემს პლატფორმაზე კონკრეტულ ამბავს, ტექსტს, ფოტოს, ვიდეოს, სულ ერთია, მოცემულ ინფორმაციას „მცდარად“ ვნიშნავ, ამ მონიშვნასთან ერთად პოსტს თან ახლავს, ბმული, სადაც დეტალურად არის მოცემული ის ფაქტები, რა ფაქტებზე დაყრდნობითაც ესა თუ ის ინფორმაცია შეფასდა - მოინიშნა შესაბამისად, მცდარად“, - აღნიშნა წიწიკაშვილმა.

რადიკალების ხელწერა უცვლელია. ისევ ცდილობენ - საინფორმაციო საშუალების ჩახშობა. „ფეისბუქის“ სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის, მედია საშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არა სამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, რადიკალებმა მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს. როგორც ცნობილია, ფეისბუქზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არა სამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო „ფაქტ ჩექში“. „ფაქტ ჩექში“ ადასტურებენ, რომ მეტასთან თანამშრომლობენ და სწორედ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიიღო მეტამ გადაწყვეტილება.