გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობას მმართველი გუნდი კონკრეტული მაგალითებით განმარტავს. ასახელებენ „კანვასის“ ტრენინგს, „თბილისი პრაიდის“ სემინარს და „მთავარი არხის“ გრანტს. აცხადებენ, რომ სამივე შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ გაცემული ინფორმაცია ორგანიზატორების პოზიციას არ შეესაბამებოდა და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა.
ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, თუ რატომ არის მათი თქმით აუცილებელი უცხოური ფინანსების გამჭვირვალობა და შესაბამისი კანონის მიღება.