ჰარვარდის უნივერსიტეტის ონკოლოგი რონალდ დეპინიო ამტკიცებს, რომ მისი შექმნილი პრეპარატი ადამიანს ალცჰეიმერისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან იხსნის, ააცილებს ადამიანს დიაბეტს, კანისა და თმის საფარის ცვლილებებს, მნიშვნელოვნად უკან დასწევს, ზოგჯერ კი უკანაც დააბრუნებს დაბერების პროცესს, გაახანგრძლივებს სიცოცხლეს.
ამერიკაში გაკეთებული აღმოჩენის საფუძველს წარმოადგენენ ტელომერები – ქრომოსომის დაბოლოებათა მონაკვეთები. ესაა უმცირესი ბიოლოგიური საათები, რომლებიც ქრომოსომებს დაზიანებებისგან იცავენ. დროთა განმავლობაში კი ტელომერები მოკლდებიან, რაც ალცჰეიმერის დაავადების საშიშროებას აძლიერებს. ბოლოს იმდენად მოკლდებიან, რომ უჯრედები იღუპებიან.
რამდენიმე წლის წინ ქრომოსომების ტელომერებით დაცვის მექანიზმის აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მედიცინაში მიენიჭა სამ ამერიკელ სპეციალისტს – ელიზაბეტ ბლეკბერნს, კეროლ გრეიდერს და ჯეკ შოსტაკს.
დეპინიომ თავისი პრეპარატი თაგვებზე გამოსცადა. აღმოჩნდა, რომ ორი თვის შემდეგ მათ იმდენი ახალი უჯრედი აწარმოეს, რომ დაბერებულ ორგანიზმში თითქმის ყველა გაცვეთილი უჯრედები შეიცვალა. უნაყოფო თაგვმა კი, სამჯერ ჩასახა მრავალრიცხოვანი ნამატი. თუმცა ადამიანებისთვის ეს იმედისმომცემი „ელექსირი“ ჯერ კიდევ დაუმუშავებელია.