112-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

112-სა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის გაფორმების მიზანს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლებს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით შესაბამისი სწავლება ჩაუტარდებათ.

შეხვედრის დასასრულს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა „112“-ის დირექტორს თანამშრომლობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.