მოდის სახლ “ვალენტინოს” ახალი კრეატიული დირექტორი ალესანდეო მიკელეა.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო მანამდე “გუჩის” შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. დიზაინერი აღნიშნილ პოზიციაზე 2015 წლის იანვარში დაინიშნა და ბრენდის კონცეფციასა და დიზაინსს ზუსტად 7 წლის განმავლობაში განაგებდა, მისი ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო კოლექცია და კამპანია შეიქმნა.
საინტერესოა, როგორი იქნება მისი კოლექციები ვალენტინოსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდების კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. “ვალენტინოს” კრეატიული დირექტორის პოზიციას მანამდე პიერპაოლო პიჩოლი იკავებდა.